ელენე ხოშტარია: ჩვენ, ვთავაზობთ მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას

’’ჩვენ, ვთავაზობთ მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას სადაც ‘’ქართული ოცნების ‘’ წევრებიც იქნებიან და მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა ’’ – ევროპული საქართველოს წევრის ელენე ხოშტარიას განცხადება პარლამენტში მამუკა ხაზარაძის მისვლკასთან დაკავაშირებით
ელენე ხოშტარიას განცხადებით : – დღეს „ევროპულმა საქართველომ” გააკეთა შეთავაზება “თიბისის” და მამუკა ხაზარაძის მიმართ, რომ ამ საქმის მოსმენა გაიმართოს პარლამენტში . ჩვენ მოვისმინეთ დღეს ბატონი მამუკა ხაზარაძის განცხადება, რომ ის მზად არის პარლამენტში მოსასვლელად. ვფიქრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ პარლამენტში გაეცეს პასუხი იმ კითხვებს, რაც დაგროვდა ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ არის ცალკე აღებული მამუკა ხაზარაძის პრობლემა. ეს არის სისტემის პრობლემა. ერთის მხრივ, ინსტიტუციების გამოყენების, კონკრეტული ადამიანების, თუ ბიძინა ივანიშვილის დაკვეთით და მეორე, ეს თავისთავად ძალიან საფრთხის შემცველია ყველა მოქალაქისთვის. ამიტომ პარლამენტი არის სწორედ ის ადგილი.
ჩვენ, ვთავაზობთ მამუკა ხაზარაძეს გაერთიანებული საკომიტეტო მოსმენის ჩატარებას სადაც ‘’ქართული ოცნების ‘’ წევრებიც იქნებიან და მოუწევთ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა რა თქმა უნდა ნებისმიერი ფორმატი , მათ შორის უმცირესობის მოსვლის ფორმატიც მისაღებია . “-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი – რა შეიძლება გვქონდეს საწინააღმდეგო, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მოვუსმინოთ
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვიყავით, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებდა, ეფექტურად წარედგინა სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობებში