დაღუპული პოლიციელების შვილებისთვის სათხილამურო შეჯიბრი მოეწყო

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული შსს-ს თანამშრომლების შვილებმა ბაკურიანში საგანაგებოდ მათთვის გამართულ სათხილამურო შეჯიბრში მიიღეს მონაწილეობა.

როგორც “თაიმერს” შსს-დან აცნობეს, შეჯიბრის დასრულების შემდეგ, მათ მედლები, სიგელები და შს მინისტრის სახელით, საჩუქრები გადაეცათ.

გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, დაღუპული პოლიციელების შვილებმა, დედებთან ერთად, მთის კურორტზე, ბაკურიანში 10 დღე გაატარეს. სპორტულ სკოლაში პროფესიონალმა ტრენერებმა ბავშვებს სათხილამურო სპორტი შეასწავლეს. მათ, ასევე, სხვადასხვა შემეცნებით და გასართობ ღონისძიებაში მიიღეს მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშისაავტომობილო გზებზე მოძრაობის განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს
შემდეგი სტატია“იუსტიციის საბჭოს მხრიდან რეაგირება არის აბსოლუტურად ბუნებრივი,”-გედევან ფოფხაძე მამუკა ახვლედიანზე საუბრობს