დაძაბულობა პარლამენტთან: სამოქალაქო აქტივისტებს პოლიცია უპირისპირდება

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან, ცოტა ხნის წინ ვითარება დაიძაბა: სამოქალაქო აქტივისტებს, რომნლებიც შესასვლელების პიკეტირებისთვის ემზადებიან, პოლიცია დაუპირისპირდა და ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდა, ასევე, საპატრულო პოლიციის წარმომადგენელმა მათგან შეკრებებისა და მანიფესტაციების სესახებ კანონის დაცვა მოითხოვა და შეახსენა, რომ შესასვლელების ბლოკირება აკრძალულია.

საპასუხოდ სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს, რომ აქცია მშვიდობიანი პიკეტირების ფორმით ტარდება და პოლიციას არა აქვს უფლება, ხელი შეუშალოს მის მონაწილეებს:
“რატომ საზღვრავთ წინასწარ, რას გავაკეთებთ? რომელიმე ქოცი დეპუტატი მოვიდა და არ გავატარეთ? რატომ არ გვაძლევთ უფლებას, აქცია ჩავატაროთ?”, – ჰკითხა პოლიციელს ერთ-ერთმა აქტივისტმა.
ამ დროისთვის ვითარება პარლამენტის შენობასთან განმუხტულია. სამოქალაქო აქტივისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ჯერ არ გამოჩენილან.

banner
წინა სტატიაშიჩინეთში, კორონავირუსით უხანის საავადმყოფოს დირექტორი დაიღუპა
შემდეგი სტატიაუმძიმესი ვითარები ფსიქიატრიულ ჯანამრთელობის ცენტრში -სახალხო დამცველი