დადასტურდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ევროპის პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხია – მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივაზე ისაუბრა საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრიუსელში, სადაც იგი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მიხეილ ჯანელიძემ კომენტარი გააკეთა საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის მიერ ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცისთვის მიწერილ წერილზეც.

მისი თქმით, ამ წერილით დადასტურდა, რომ ვიზალიბერალიზია არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროპული პოლიტიკისთვისაც მნიშვნელოვანი საკითხია.

„წერილით, რომელიც გასაჯაროვდა, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის პრიორიტეტულობას. საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხი არ არის მხოლოდ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, ის წარმოადგენს ევროპის პოლიტიკის ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და დარწმუნებული ვარ ასეთი პოლიტიკური მხარდაჭერით, როგორც არის გამოხატული უმაღლესი პოლიტიკური ლიდერების მხრიდან ეს საკითხი მალე დასრულდება,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაში“ამის რეფორმებად მონათვლა არის ცინიზმი”- ოთარ კახიძე პრემიერს პასუხობს
შემდეგი სტატიაქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება