ქობულეთში არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის საავტომობილო გზის 74-ე კმ-ზე (ქობულეთი) არსებულ რეგულირებად სარკინიგზო გადასასვლელზე, „საქართველოს რკინიგზა“ ლიანდაგის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს აწარმოებს.

მიმდინარე სამუშაოების გამო, 8 დეკემბრის დილის 08:00 საათიდან 9 დეკემბრის საღამოს 18:00 საათამდე, აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.

ავტოტრანსპორტის ნაკადი დროებით გადაერთვება შემოსავლელ გზაზე, ქალაქის გავლით.

სამუშაოების წარმოების პროცესში, სარკინიგზო გადასასვლელის მთელ პერიმეტრზე „საქართველოს რკინიგზის“ შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის მოძრაობის რეგულირებას უზრუნველყოფენ.

აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობის ჩაკეტვა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2016 წლის 14 ივლისის (№31601751089) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების შესაბამისად განხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიდადასტურდა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია ევროპის პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხია – მიხეილ ჯანელიძე
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება