დაბრუნდეს გადახდილი ჯარიმები!- “გირჩი-მეტი თავისუფლება”

მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა – ამის შესახებ განცხადებას პარტიაში “გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის” აკეთებენ.

“პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.

თუმცა, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით – სახდელს პატიობს მათ, ვისაც ის ჯერ არ გადაუხდია (არ აპირებდა ან ვერ მოასწრო) და არ პატიობს მათ ვინც მათივე რეგულაციის მოთხოვნა პირნათლად შეასრულა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადა.

მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა”,- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიმაიამთან ახლოს 12 სართულიანი სახლი ნაწილობრივ ჩამოინგრა
შემდეგი სტატიაგერმანიაში ტენისის ბურთისხელა სეტყვა მოვიდა