დაბომბილი თეატრი მარიუპოლშო – 130 ადამიანი გადაარჩინეს

მარიუპოლში, დრამატულ თეატრში მოწყობილი თავშესაფრიდან 130 ადამიანი გადაარჩინეს, მაშველები ნანგრევების გაწმენდას აგრძელებენ, – ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

მარიუპოლის დრამატული თეატრი, რომლის სარდაფსაც ასობით მცხოვრები აფარებდა თავს, 16 მარტს დაიბომბა.

რუსეთის არმია ალყაში მოქცეულ მარიუპოლზე ორი კვირაა, საავიაციო და საარტილერიო დარტყმებს ახორციელებს. საქალაქო საბჭოს მონაცემებით, დღე-ღამეში ქალაქში 50-დან 100-მდე ჭურვს ყრიან. მარიუპოლში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა შექმნილი.

banner
წინა სტატიაშიკულება: მზად ვარ, ლავროვს შევხვდე, მთავარია, შეხვედრაზე მოვიდეს გამოსავლის საძიებლად და არა რუსული პროპაგანდის ნარატივზე სასაუბროდ
შემდეგი სტატიაკასანოვი: ელჩი იგორ დოლგოვი იმყოფება საქართველოში და ახლა ასრულებს კონსულტაციებს უკრაინის მთავრობასთან