დაარეგისტრირე ჩემი ქონება – დევნილების აქცია იუსტიციის სამინისტროსთან

დაარეგისტრირე ჩემი ქონება – ამ მოთხოვნით დღეს იუსტიციის სამინისტროს წინ დევნილების აქცია გაიმართა. ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ადამიანები წლებია იმ ქონების წინასწარ რეგისტრაციას ითხოვენ, რომელიც ომის შედეგად დაკარგეს. ახლა კი იუსტიციის სამინისტროს ოფიციალური წერილითაც მიმართეს.

წინა ხელისუფლების დროს საპრეზიდენტო პროგრამა “ჩემი სახლი”, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიაზე არსებული ქონების რეგისტრაციას გულისხმობდა ქართულმა ოცნებამ გაურკვეველი მიზეზების გამო შეაჩერა.

აქციის მონაწილეები იუსტიციის ახალი მინისტრისგან მოითხოვენ დააჩქაროს გაჭიანურებული რეგისტრაციის პროცესი, რომელიც მათი შეფასებით რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკით არის გამოწვეული.

banner
წინა სტატიაშიბოკერია გარეჯში მომხდარზე – მომხდარი ფაქტი არის ოპონენტების წინააღმდეგ ამ სიძულვილის კამპანიის შედეგი
შემდეგი სტატიაჰარცელი კუჭავასთან შეხვედრაზე – განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი