ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს პარლამენტში ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთად მუშაობას და იმას, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ – განცხადება დიპლომატმა პარლამენტის თავმჯდომარე კუჭავასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.
ჰარცელმა კონკრეტულად არ ისაუბრა 20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის დეტალებზე:
“ჩვენ განვიხილეთ 19 აპრილის შეთანხმება და მისი შესრულების პროცესი, რომელშიც პარლამენტს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება. ასევე, ვისაუბრეთ სპიკერის მომავალ ვიზიტზე ბრიუსელში, სადაც მას რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა ექნება, ეს იყო ჩემი ვიზიტის მიზანი დღეს.
როგორც ვიცი ამჟამად ორი პროექტია შეტანილი პარლამენტში, პირველ რიგში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტში დისკუსიები მიმდინარეობს. მე ახლა არ გავაკეთებ კომენტარს ამ პროექტებში არსებულ დეტალებზე და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ერთად მუშაობას, და იმას, რომ ეს პროცესი რაც შეიძლება მალე წავიდეს წინ”, – თქვა კარლ ჰარცელმა.