ცვლილებები მთავრობაში – რომელი მინისტრები ტოვებენ თანამდებობებს

მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მდივნად შს ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა, კულუარებში ითქვა, რომ გარკვეული ცვლილებები მინისტრთა კაბინეტშიც განხორციელდებოდა. უკვე დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ პირველი ცვლილება საგარეო უწყებაში მოხდება, კერძოდ, მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას დატოვებს და მის ადგილს დავით ბაქრაძე დაიკავებს. ბაქრაძე ამჟამად აშშ-ში საქართველოს ელჩია. ამასთან, „კურიერი“ იუწყება, რომ ზალკალიანი მოღვაწეობას დიპლომატიურ კორპუსში გააგრძელებს.

ამას გარდა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს განათლების მინისტრმა ბატიაშვილმა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ, პარლამენტში გამოსვლისას უხერხულობაში აღმოჩნდა – მაშინ ბატიაშვილს უნდოდა, ეთქვა, ცოტა შევეცადეო, თუმცა ასე განაცხადა: „ცოტა შევე@ი“.

არსებობს ის ინფორმაციაც, რომ თანამდებობას დატოვებს ეკონომიკის მინისტრი მიხეილ ქობულიაც.

აქვე, განვმარტავთ, რომ საკადრო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ხმებს მმართველ გუნდში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი ხდება – საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა
შემდეგი სტატიაამართლებს ანდაზას, ქუდი რომ შეუგდო „ქართული ოცნებაში“ არავინ არ შედის – გოცირიძე მმართველი გუნდის მიერ ახალი სახეების მოზიდვის სტრატეგიაზე