საქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი ხდება – საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა

საქართველოს მოქალაქის დახმარება უცხო ქვეყანაში უკანონოდ დარჩენის მიზნით, დასჯადი ხდება. ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობაა და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პარლამენტში, უკვე წარდგენილია.

კანონპროექტის მიხედვით, მსგავსი ქმედებისთვის სასჯელი 2-დან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ასევე დამამძიმებელ გარემოებებს წარმოადგენს ამ დანაშაულის ჩადენა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი დოკუმენტის გამოყენებით.

ამ შემთხვევაში დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით პატიმრობით დაისჯება.

“გვინდა, მკაცრი სისხლის სამართლის დანაშაულის რანგში ავიდეს, რადგან რეალურად არ შეუქმნას პრობლემები კონკრეტულად იმ ადამიანებს, რომლებიც პრინციპში მოტყუებულები რჩებიან. და მეორეს მხრივ, იმ მნიშვნელოვან მონაპოვარს, რომელიც არის ვიზალიბერალიზაცია, რომელიც თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს ადამიანს, ამიტომ ეს არ ნიშნავს,რომ უკანონო მიგრაცია უნდა იყოს წახალისებული, ამიტომ ეს კანონი დაგვეხმარება,რომ დავარეგულიროთ და მინიმუმამდეშევამციროთ,”- განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დიმიტრი ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ფრესკოს” დამფუძნებელის ვასილ სოფრომაძის სკანდალური ვიდეომიმართვა-ვინჩესტერი ავიღოთ ხელში?!
შემდეგი სტატიაცვლილებები მთავრობაში – რომელი მინისტრები ტოვებენ თანამდებობებს