ცუკენბერგმა რომის პაპს სათამაშო უპილოტო თვითმფრინავი აჩუქა

Facebook-ის დამაარსებელმა მარკ ცუკენბერგმა რომის პაპთან შეხვედრისას, მას სათამაშო უპილოტო თვითმფრინავი აჩუქა – ამის შესახებ ცუკენბერგმა “ფეისბუქის” საკუთარ გევრდზე დაწერა.
ცუკენბერგი პაპს საკუთარ მეუღლესთან, პრისცილა ჩანთან ერთად სეხვდა. მათ სიღარიბესთან ბრძოლაში ტექნოლოგიების როლზე იმსჯელეს. “ფეისბუქის” დამაარსებელმა პაპს პროექტ Aquila-ზე მოუყვა, ეს არის უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც მზის ელემენტებზე მუშაობს და რომელიც განვითარებად ქვეყნებისთვის ინტერნეტის წვდომას უზრუნველყოფს.
შეხვედრის დასასრულს ცუკენბერგმა პაპს Aquila-ს მოდელი აჩუქა და მადლობა გადაუხადა სითბოსა და სიკეთისთვის.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
შემდეგი სტატიაახალ ზელანდიაში 500 ძროხის გაქრობის ფაქტს იძიებენ