„ცრუობს ბატონი გახარია, ამ ზღაპრების მოსასმენად უკვე საკმაოდ დიდები ვართ“ – მშვენიერაძე შს მინისტრზე

,,დემოკრატიული ინიციატივის ცენტრის” წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, რომელმაც გუშინ, ინგა გრიგოლიას რეაქციაში განაცხადა, რომ თითქოს 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, რათა გავრილოვი საქართველოში არ შემოეშვა, მაგრამ ვერ იპოვა, სიცრუეში ამხელს.

„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის მე-11 მუხლის თანახმად, უცხოელს საქართველოში შემოშვებაზე უარი შესაძლოა ეთქვას, თუ, საგარეო-პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, მიუღებელია მისი საქართველოში ყოფნა;
ამავე კანონის მე-12 მუხლის თანახმად, სასაზღვრო გამშვებ პუნქტში უცხოელის შემოშვებაზე ინსპექტირებას ახდენს შსს.
ამავდროულად, შსს პირის შემოშვებაზე უარის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას უნდა ჰქონდეს დასკვნა (სავარაუდოდ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული), რომელშიც უბრალოდ მიეთითება არ შემოშვების მიზეზი და რომელიც არ საბუთდება.
ეს პოსტი იმის ილუსტრაციისთვის, როგორ ცრუობს ბატონი გახარია, რომ თურმე 3 თვე ეძებდა კანონში რამე ხელჩასაჭიდს, გავრილოვი რომ არ შემოეშვა და ვერ იპოვა.
ამ ზღაპრების მოსასმენად უკვე საკმაოდ დიდები ვართ” – წერს გიორგი მშვენიერაძე სოციალუირ ქსელში.

banner
წინა სტატიაშიგუშინდელი განცხადებების შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, გახარიამ უნდა დატოვოს პოსტი, რაც მალე, მით უკეთესი – სალაძე
შემდეგი სტატიანინო ჯავახაძე : „გერმანიის ელჩმა გააკეთა განცხადება პირდაპირ პარლამენტიდან, რაც შეეხება დანარჩენ ელჩებს, ხაზზე იყვნენ ჩვენთან მთელი ღამის განმავლობაში“