ცქიტიშვილთან სადებატო არაფერი არ მაქვს. თუ ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები – ხაზარაძე

ცქიტიშვილთან სადებატო არაფერი არ მაქვს. თუ ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები – ასე ეხმაურება, მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილს, რომელმაც ის დებატებში გამოიწვია და ასევე პროკურატურას მოუწოდა, მოითხოვონ ხაზარაძისგან განმარტებები კორუფციასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე. ამის შესახებ ხაზარაძემ, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ საუბრისას გააკეთა.

„მაია ცქიტიშვილთან სადებატო არაფერი არ მაქვს. თუ ბიძინა ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები და ძალიან მარტივად ავუხსნი, თუ სად მიიყვანა მისმა ხელისუფლებამ 7 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ბიუჯეტი. რაც შეეხება პროკურატურას, რომელ პროკურატურაზე საუბრობს მაია ცქიტიშვილი? ბიძინა ივანიშვილის პროკურატურაზე, რომელსაც დავალებები აქვს მიცემული რომ სელექციურად გახსნას საქმეები და აწარმოოს სამართალი ისე, როგორც მათ მოესურვებათ?! პროკურატურა, რომლის გენერალური პროკურორიც არის ბიძინა ივანიშვილის პირადი ადვოკატი. მე მგონი, მაია ცქიტიშვილს, როგორც სახელმწიფო მოხელეს მაშინ უნდა ამოეღო ხმა, როდესაც გახარიას მიერ გამოგზავნილ წერილზე შეწყვიტეს გამოძიება და როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ ანაბეჭდები არსებობდა. აქ არის ცალსახად მიტაცებული სახელმწიფოს სურათი და ამას ხმამაღლა ვაცხადებ“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი აშშ-ის თავდაცვის ატაშეს შეხვდა
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა