ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტის ფარგლებში, ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერის შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თავდაცვის მინისტრმა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს და ევროკავშირის ეგიდით საქართველოს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის საკითხებს შეეხო.

ნატო-ს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) რიგით მეხუთე ვიზიტი საქართველოში დღეს დასრულდება.

ალიანსის 29 ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლები თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე, დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს ეცნობიან.

banner
წინა სტატიაშიცქიტიშვილთან სადებატო არაფერი არ მაქვს. თუ ივანიშვილი გამოვა დებატებზე, სიამოვნებით დავუჯდები – ხაზარაძე
შემდეგი სტატია„თბილისობასთან“ დაკავშირებით დედაქალაქში ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება