ცოტა დარჩა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები ვენეციის კომისიის მოსაზრებას სრულად არ ასახავს

სკანდალი-ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ ფირი, რომელი

ძალიან ცოტა დარჩა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები სრულად არ ასახავს ვენაციის კომისიის მოსაზრებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტოს საკითხზე კომენტირებისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ განუცხადა.

აღნიშნულ კონტექსტში ბესელია ფიქრობს, რომ პარლამენტი პრეზიდენტის შენიშვნებს გაიზიარებს.

„კომიტეტის სახელით დავუჭერ მხარს ამ შენიშვნებს და ვფიქრობ, ჩემი კოლეგებიც გაიზიარებენ, იმიტომ რომ მივაღწიეთ შეთანხმებას სამივე საკითხზე, რომელზეც პრეზიდენტმა გამოთქვა თავისი შენიშვნა. ყველა სხვა საკითხს, რომელიც კანონპროექტშია ასახული, პრეზიდენტი დაეთანხმა. ჩემი მოლოდინი ამგვარია – შენიშვნები იქნება გაზიარებული პარლამენტის მიერ. ეს არის იმ წინასწარი მუშაობის და თანამშრომლობის შედეგი, რომელიც წინ უძღვოდა პრეზიდენტის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და ეს პოზიცია არის თანხვედრაში ვენეციის კომისიასთან. ძალიან ცოტა დარჩა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ ეს შენიშვნები სრულად არ ასახავს ვენაციის კომისიის მოსაზრებას”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, კანონში შესული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს მეტი დამოუკიდებლობისა და უფრო ეფექტური მუშაობისთვის ბევრად უკეთესი იქნება.

”როგორც ვენეციის კომისიამ თავის წინასწარ მოსაზრებაში თქვა, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას საკონსტიტუციო სასამართლოს მომწესრიგებელ კანონზე და მათ შორის კონსტიტუციაზე, იმიტომ რომ სხვა ხარვეზიანი ნორმებიც არსებობს, რომლებიც გასასწორებელია”, – აღნიშნა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიჩინეთის რესპუბლიკის დახმარებით საქართველოს ორ რეგიონში ჯანმრთელობის ობიექტების რეაბილიტაცია მოხდება
შემდეგი სტატიაამ წუთებში პარლამენტში პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე მსჯელობენ