ჩინეთის რესპუბლიკის დახმარებით საქართველოს ორ რეგიონში ჯანმრთელობის ობიექტების რეაბილიტაცია მოხდება

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, დღეს საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულეობას, რომლის თანახმად ჩინეთი საქართველოსთვის დახმარებას გააგრძელებს.

ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუაბრში განმარტა, რომ ჩინეთი საქართველოს დახმარების სახით 9,1 მილიონ დოლარს გამოუყოფს, რომელიც საქართველოს ორ რეგიონში ჯანმრთელობის ობიექტების სრულ რეაბილიტაციას მოხმარდება.

“დღეისათვის საქართველოში ხორციელდება ორი ძალიან საინტერესო პროექტი, ირიგაციისა და სასათბურე მეურნეობიების. ასევე, ფინანსთა სამინსიტროს შემოსავლების სამსახურმა მიიღო ორი სკანერი, რომელთაგან ერთი დამონტაჟებულია ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, მეორე კი მოძრავი სკანერია, რომელიც საქართველოს საბჟო სივრცეში მუშაობს. ასე რომ, ჩვენი თანამშრომლობა გრძელდება და იმედი მაქვს, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება”, – განაცხადა ხადურმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – აგვისტოს ბოლოს ნახშირის თბოელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება
შემდეგი სტატიაცოტა დარჩა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც მიაჩნია, რომ პრეზიდენტის შენიშვნები ვენეციის კომისიის მოსაზრებას სრულად არ ასახავს