ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საოკუპაციო ხაზის დემარკაციის მიზნით კომისიას ქმნის

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტი საოკუპაციო ხაზის დელიმიტაციისა და დემარკაციის მიზნით სპეციალურ კომისიას ქმნის. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ე.წ. საზღვრის დემარკაციის დროს არაერთი ოსური სოფლების ნაწილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე აღმოჩნდა და ახლა ისინი იძულებული არიან ტერიტორიები უკან დაიბრუნონ. ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის განცხადებით, ახალი კომისია საზღვრებზე მსჯელობისას 1931-36 წლების რუკით იხელმძღვანელებს
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კომისიის შექმნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც აღმოჩნდა, რომ სოფელ წნელის ტერიტორიის ნაწილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტში დღეს მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ
შემდეგი სტატიაპრემეირ-მინისტრობის კანდიდატის თქმით, ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია მთავრობის პირველივე სხდომაზე იქნება მიღებული