ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა ქვეყანა და პარტნიორი, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ თავი არ შეირცხვინა – ბოტკოველი

ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა ქვეყანა და პარტნიორი, სადაც ჩვენმა ხელისუფლებამ თავი არ შეირცხვინა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა

მისივე თქმით, საქართველოს მთავრობის მიზანია, გამიზნულად აკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას დააზიანებს.

„დარჩა საერთოდ ქვეყანა და დარჩა საერთოდ ვინმე პარტნიორი, ვისთანაც თავი არ შეირცხვინა ჩვენმა ხელისუფლებამ და პრემიერ-მინისტრმა? დარწმუნებული ვარ, ყველა ის მიდგომა, რომელსაც ჩვენ ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ, აუცილებლად იქნება პასუხგაცემული, თუმცა ამით არ უნდა დაზარალდეს ქვეყანა, მაგრამ ღარიბაშვილის და მთელი მთავრობის მიზანდასახული გეგმაა, არა უბრალოდ განცხადებები აკეთონ, არამედ გამიზნულად აკეთონ ისეთი განცხადებები, რომელიც ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას დააზიანებს,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებას მივანდოთ განსჯა, რაში იღებს ხოშტარიას ოჯახი ამხელა თანხას, სხვას რაშიც 200 დოლარი ერიცხება, მათ ერიცხებათ 70 000 დოლარამდე, ამ რაოდენობის ჰონორარი შეუძლებელია – მდინარაძე
შემდეგი სტატიაქუთაისის საქალაქო სასამართლოში ბომბს ეძებენ