“ჩვენს ტიხონს მაქებარი შემოელია და ამიტომაც მოიწვია” – ნატო ჩხეიძე ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

 პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს: “ქვეყნის მმართველ ჯგუფში არსაიდან მეორედ მოსულმა ბ- მა ღარიბაშვილმა თანამდებობა ბ- ნი ვილსკისა დაიკავა და სავარძელი – ბ- ნი კალაძისა…
ბევრი ვარაუდი ისმის მის მომავალ სტატუსზე…
ჩემმა მწერალმა ძმამ კი ასეთი ფიქრი გამიზიარა: კალენიკეს გახარია პრემიერად უნდა და ღარიბაშვილს შსს-ს ჩააბარებსო.
რა ვიცით, აბა?.. გამოჩნდება.
მე კი მგონია, რომ ამ ბოლო ხანს ჩვენს ტიხონს საჯარო მაქებარი შემოელია და ამიტომაც მოიწვია”.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილ წერილის ასლს აქვეყნებს
შემდეგი სტატიაფოთში სამლოცველოს შესაწირი ყუთებიდან თანხა მოიპარეს