ფოთში სამლოცველოს შესაწირი ყუთებიდან თანხა მოიპარეს

ფოთში, ნაბადის უბანში, წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ეკლესიის გვერდით მდებარე სამლოცველო გაქურდეს. მძარცველებმა კარი შეამტვრიეს და სამლოცველოში შევიდნენ, გატეხილია შესაწირი ყუთები, წაღებულია თანხა, რომლის ოდენობა უცნობია.

„ეკლესიაში რომ მოვედი, კარი გატეხილი დამხვდა, ჩემამდე მამაო იყო მოსული. ყველა ხატი ადგილზეა და დაზიანებულიც არ არის. გატეხილია ორი შესაწირი ყულაბა, თუმცა რა ოდენობის თანხაა წაღებული, არ ვიცით. მამაომ მაშინათვე დაურეკა პოლიციას“, – განაცხადა ეკლესიის მესანთლე სვეტლანა სიჭინავამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენს ტიხონს მაქებარი შემოელია და ამიტომაც მოიწვია” – ნატო ჩხეიძე ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლა პრეზიდენტის უფლებამოსილებას არ აკნინებს