“ჩვენი არჩევანი ევროპაა!” – წერს სამუშია, თუმცა რუსულ კანონპროექტზე დუმს

თსუ-ს რექტორი, რომელსაც რამდენიმე დღეა სტუდენტები მოუწოდებენ დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება რუსულ კანონპროექტთან დაკავშირებით, ფეისბუქ სტატუსს ავრცელებს, სადაც წერს, რომ საქართველოს არჩევანი ევროპაა, მისი ადგილი ევროპულ ოჯახშია, თუმცა არაფერს ამბობს იმ კანონპროექტზე, რომელსაც საზოგადოება და თსუ-ს სტუდენტები აპროტესტებენ:

“ჩვენი არჩევანი ევროპაა!
საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა.
შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამით იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ამ სივრცეში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს.
საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.
ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია!
საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია!
შინ ევროპისკენ!” წერს სამუშია.

banner
წინა სტატიაშიგარდაიცვალა რუსი მილიარდერი გრიშინი
შემდეგი სტატიასაქართველოს ხელისუფლება უკრაინაში მებრძოლი ქართველებისთვისვის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს