„ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რათა გამოვიყენოთ მათი რესურსი ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის“- ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის“ საინფორმაციო გადაცემაში იმ ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თავდაცვის უწყების აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლებიც სამხედრო საქმიანობით არიან დაინტერესებულნი. „ჩვენ მათ მაქსიმალურად ვეხმარებით ლოჯისტიკური შესაძლებლობებით, ფინანსურად და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ მომავალს, თუ როგორ შეიძლება გამოიყენოს სახელმწიფომ მათი რესურსი ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის“ და გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის „ახალგაზრდულ ლეგიონს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმია გაფორმებული. მემორანდუმის თანახმად სამხედრო-სამოქალაქო თავდაცვით საკითხებში ახალგაზრდა თაობის ცოდნის ამაღლების მიზნით, ეტაპობრივად იგეგმება და ტარდება სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ორმხრივი შეხვედრები და კონსულტაციები.

banner
წინა სტატიაში„მივაღწიეთ ძალიან დიდ შედეგს, უკვე ავიღეთ 6 მედალი – 2 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო“ – თავდაცვის მინისტრმა „ძლიერთა თამაშებში“ მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა
შემდეგი სტატიაჩვენმა ქვეყნებმა უკრაინის საკითხზე ერთობლივად მისცეს ხმა გაერო-ში, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ – სენატორი კრის კუნსი