ჩვენმა ქვეყნებმა უკრაინის საკითხზე ერთობლივად მისცეს ხმა გაერო-ში, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია და ოკუპაცია, ახლა დროა, ერთად დავდგეთ – სენატორი კრის კუნსი

ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში, ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს, ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია, – ამის შესახებ სენატორმა კრის კუნსმა კონგრესის დელეგაციის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაახლოებით ექვსი მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში, ჩვენ კიდევ სხვადასხვაგვარად ვუწევდით მხარდაჭერას: ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება, კანონის უზენაესობა. ასევე, ჩვენ ხელს ვუწყობდით ჩვენს ხალხებს შორის კავშირების გამყარებას. უკვე 56 დღეა, რაც პუტინისა და რუსეთის სასტიკი აგრესია მიმდინარეობს. ჩვენ ყველას გვამხნევებს უკრაინელების სიმამაცე და ძალა. ჩვენ, ჩვენმა ქვეყნებმა ერთობლივად, ერთნაირად მისცეს ხმა გაერო-ში და ასევე მნიშვნელოვანია, დახმარება გაგრძელდეს. ქართველებმა იციან, რას ნიშნავს აგრესია, ოკუპაცია. ახლა დროა, ერთად დავდგეთ“, – განაცხადა სენატორმა კუნსმა.

banner
წინა სტატიაში„ჩვენ ინტენსიურად ვთანამშრომლობთ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან, რათა გამოვიყენოთ მათი რესურსი ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის“- ჯუანშერ ბურჭულაძე
შემდეგი სტატიაფსიქოტიპი, როგორიც სააკაშვილია, შეიძლება ვერ ეგუებოდეს 4 კედელს – მის ჯანმრთელობას არაფერი ემუქრება – ვოლსკი