ჩვენ დავდივართ ევროპაში, ვმუშაობთ კოლეგებთან, რას აკეთებს “ოცნება” ? – ოპოზიციის ბრიფინგი

“ALDE”-ს კონფერენციაზე მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა – “სტრატეგია აღმაშენებელი”, “რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” “გირჩი – მეტი თავისუფლება”,”ლელო”- ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ პარტიებმა შეადგინეს ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც “ალდემ” დაამტკიცა და მხარი დაუჭირა. რეზოლუცია საქართველოსთვის, უკრაინისთვისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება.

“საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება აბსოლუტურად რეალურია და შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ქართული ოცნება, რეალურად იმ სამუშაოს გასწევს, რაც მაგალითად ჩვენ გავწიეთ “ალდეს” წევრებთან მიმართებაში. მეორე, მნიშვნელოვანი საკითხი, პასუხი თუ რას აკეთებს ოპოზიცია, ოპოზიცია დადის ევროპაში, მუშაობს ევროპელ კოლეგებთან იმისათვის რომ საქართველომ მიიღოს სრული მხარდაჭერა ამ ისტორიული შესაძლებლობის დროს, იმიტომ რომ ამ ისტორიული შანსის გაშვების პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ეკისრება ყველა პოლიტიკურ ძალასა და საქართველოს მოქალაქეს. და მესამე, მთავარი კითხვა ქართულ ოცნებასთან, ისინი რას აკეთებენ, ვის ემუშავებიან, სად არის ის კონკრეტული შედეგები, რომლებიც იქმნება მათი მუშაობის შედეგად”, – თქვა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიმერაბ სეფაშვილის ჯამრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი პროდიუსერი განცხადებას აკეთებს
შემდეგი სტატიაგია ხარჩილავა: ჩვენი ხედვებით და გადაწყვეტილებებით, შევცვლით დამკვიდრებულ სტანდარტებს