ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმარი, გვყავს კრიმინალები, ადამიანმა 50 მლნ მოიპარა – კალაძე უგულავაზე

თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი გიგი უგულავასა და გიორგი რურუას ციხიდან გავრცელებულ წერილებთან დაკავშირებით ამბობს, რომ “პოლიტპატიმრები არ გვყავს”.

“ჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმარი, ჩვენ გვყავს კრიმინალები, ვინც არის დაკავებული კონკრეტული საქმისთვის. როცა ადამიანი 50 მილიონს იპარავს ხო, უბრალოდ უხერხულია დაარქვა პოლიტპატიმარი. მე მგონია, რომ ჟურნალისტებსაც გეუხერხულებათ ამ კითხვის დასმა”, – თქვა მან.
გიგი უგულავა დღეს, 5 მარტს გავრცელებულ წერილში წერს, რომ ივანიშვილმა ის და სხვა პოლიტპატიმრები მძევლად აიყვანა იმ იმედით, რომ საარჩევნო სისტემაზე ივაჭროს და ძალაუფლება გაიხანგრძლივოს. ის მეგობრებს მოუწოდებს მასზე არ იდარდონ, შეინარჩუნონ ერთობა და ყველაფერი ქნან მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მისაღებად.

ციხიდან წერილი გაავრცელა გიორგი რურუამაც. ის წერს, რომ არ სურს მისი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულთან მიახლოებული სისტემის შემოღებას ხელი შეუშალოს.

banner
წინა სტატიაშიმეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი: საქართველო კორონავირუსთან დაკავშირებულ გლობალურ კრიზისს ძალიან კარგად ართმევს თავს, ქვეყანა სამაგალითოა რეგიონში