მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსის მიმდებარედ სკვერი მოეწყობა

გლდანის მეოთხე მიკრორაიონის N105 კორპუსების მიმდებარედ სკვერის მოწყობა დაიწყო.

აღნიშნულ მისამართზე გამგეობამ გასულ წელს ცხაურების დემონტაჟი განახორციელა, წელს კი, დაახლოებით, 1 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე სკვერს მოაწყობს.

სამუშაოების შედეგად, მოეწყობა ბავშვთა გასართობი სივრცე, მოსასვენებელი პავილიონი, ღია სივრცე მაგიდის ჩოგბურთისთვის, გარე განათებისა და სარწყავი სისტემა. ასევე, განთავსდება სკვერისთვის საჭირო სხვა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, სკვერის ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოებიც, დაირგვება ხეები და დაიგება ბუნებრივი ბალახი.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს, გლდანის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „ჩვენი ჯგუფი” შეასრულებს, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 163 361 ლარია გათვალისწინებული.

გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, მაჟორიტარებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა და აღნიშნული სკვერის პროექტი გააცნო.

banner
წინა სტატიაშისამგორში ახალი სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა
შემდეგი სტატიაჩვენ არ გვყავს პოლიტპატიმარი, გვყავს კრიმინალები, ადამიანმა 50 მლნ მოიპარა – კალაძე უგულავაზე