ჩრდილოეთ კორეამ ხვალ შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 6, 2016 18:25

ჩრდილოეთ კორეამ ხვალ შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს

ჩრდილოეთ კორეამ ხვალ შესაძლოა, ბალისტიკური რაკეტა გამოსცადოს. თუმცა, რეგიონალური მედიის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება აცხადებს, რომ კოსმოსში სატელიტის გაგზავნას გეგმავენ.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს, სადაც საერთაშორისო საზოგადოების პოზიციებიც არის დაფიქსირებული.

ჩრდილოეთ კორეის გეგმები უკვე დაგმეს მსოფლიოს წამყვანმა ქვეყნებმა. საერთაშორისო საზოგადოების მოსაზრებით, ფხენიანი ამგვარად ბალისტიკური რაკეტის გამოცდას გეგმავს.

სამხრეთ კორეა კი ჩრდილოეთს აფრთხილებს, რომ რაკეტის გაშვება ფხენიანს “ძვირი დაუჯდება”.

იაპონიის თავდაცვის მინისტრმა კი ბრძანება გასცა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ რაკეტა ქვეყნის საჰაერო სივრცეს მიუახლოვდება, მას ჩამოაგდებენ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 6, 2016 18:25

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics