H1N1-ით გარდაცვალების კიდევ ერთი შემთხვევა სამეგრელოში. ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში 10 დღიანი მკურნალობის შემდეგ გალში მცხოვრები 35 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, მამაკაცი საავადმყოფოში 27 იანვარს შეიყვანეს და მას ე.წ. “ღორის გრიპის” ვირუსი დაუდგინდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რეგიონში გრიპით გარდაცვალების ეს უკვე მეშვიდე შემთხვევაა, საიდანაც ზოგ გარდაცვლილს H1N1 ვირუსი დაუდგინდა, ზოგი კი ზუსტი დიაგნოზის დასმამდე გარდაიცვალა.