ჩხენკელი: ყველა მოსწავლემ, მასწავლებელმა და ადმინისტრაციამ სასკოლო გარემოში უნდა გაიკეთონ პირბადე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ აცრილი მასწავლებლების რაოდენობა 65 პროცენტს უახლოვდება. მინისტრის თქმით, ამ რიცხვის ნახტომისები ზრდა მოხდა.

„იუნისეფ-თან ერთად ჩვენი სამინისტრო აგრძელებს ინტენსიურ კამპანიას იმისთვის, რომ სკოლის მასწავლებლები მთლიანად სკოლის პერსონალი იყოს მაქსიმალურად აცრილი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა, გავამახვილო ყურადღება, ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებიც იყვნენ აცრილი, რომ სახლში, მათ ოჯახებში იყოს ჯანსაღი გარემო.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ მშობლებს ვთავაზობთ მაქსიმალურად მოქნილ სისტემას, თუ რომელიმე მშობელი გადაწყვეტს, მათ ურჩევნიათ, ბავშვმა კვლავ დისტანციურად, ონლაინ ფორმატში გააგრძელოს მეცადინეობები; მათ ამის უფლებას ვაძლევთ, შესაბამისად, ეს არჩევანი აქვს თითოეულ მშობელს და გვაქვს მაქსიმალურად მოქნილი სისტემა, ამას კვლავ ვთავაზობთ მშობლებს“, – განაცხადა ჩხენკელმა.

ამასთან, შეკითხვაზე, პირბადეები სკოლის ყველა მოსწავლემ უნდა ატაროს თუ არა, ჩხენკელმა აღნიშნა: „დიახ, ეს უკვე იყო უფროსკლასელებისთვის. დიდი ხანია, ამჟამად მოვითხოვთ, რომ ყველამ, ყველა მოსწავლემ და მათ შორის მასწავლებლებმა და ადმინისტრაციამ სასკოლო გარემოში გაიკეთონ პირბადე, რომ ჩვენმა ბავშვებმა ისწავლონ ჯანსაღ გარემოში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

განათლების მინისტრის თქმით, რაც შეეხება უნივერსიტეტებსა და პროფესიულ კოლეჯებს, მიდგომა ერთნაირია.

„კერძოდ, ჩვენ მათ ვაძლევთ უფლებამოსილებას, დაწყებული 4 ოქტომბრიდან, სასწავლო პროცესი განახორციელონ დასწრებულ ფორმატში, გადაწყვეტილებას ისინი ინდივიდუალურად მიიღებენ, სამინისტროსთან შეთანხმებით“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

banner
წინა სტატიაშიგაბუნია – ოჯახის ექიმი და ექთანი, რომელთა რეკომენდაციითაც 60 წელს ზემოთ მოქალაქეები აიცრებიან, დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- გამორჩეული გერმანული საწარმო “YTONG” მთელ მსოფლიოში დაახლოებით 100 საწარმოს ფლობს და მათ შორის ერთ-ერთი ჩვენთან, საქართველოში იქნება, რომელიც ამავდროულად მთელ რეგიონს, ამიერკავკასიას დაფარავს