ჩინეთმა, ომის დასრულებასა და ახალი გლობალური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში, უფრო შესამჩნევი როლი უნდა შეასრულოს – ერმაკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის უფროსი თანაშემწის ანდრეი ერმაკის განცხადებით, ჩინეთმა უფრო შესამჩნევი როლი უნდა შეასრულოს უკრაინის ომის დასრულებაში, – ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Guardian-ი, Reuters-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

,,აქამდე ჩვენ ვნახეთ, ჩინეთის ნეიტრალური პოზიცია და როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ გვწამს, რომ ჩინეთმა, ამ ომის დასრულებასა და ახალი გლობალური უსაფრთხოების სისტემის ჩამოყალიბებაში, უფრო შესამჩნევი როლი უნდა შეასრულოს. ჩვენ ასევე ველით, რომ ჩინეთი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს უკრაინის უსაფრთხოების ამ ახალ სისტემაში და ასევე ველით, რომ ჩინეთი ამ უსაფრთხოების სისტემის ფარგლებში, ერთ-ერთი გარანტი იქნება. ჩვენ, ჩინეთს უდიდესი პატივისცემით ვეპყრობით და ველით, რომ იგი აქ პროაქტიურ როლს შეასრულებს”, – განაცხადა ერმაკმა, ლონდონში, Chatham House ანალიტიკოსების მიერ ორგანიზებულ ვირტუალურ პრესკონფერენციაზე.

banner
წინა სტატიაშინუგზარ წიკლაურმა ფაქტობრივად ხატია დეკანოიძე ჩაანაცვლა მის ცნობილ ნარატივებში, ოღონდ მისგან განსხვავებით, ტექსტი რუსულ ენაზე არ გაუჟღერებია – ქართველიშვილი
შემდეგი სტატიაეროვნულ გალერეაში ზაალ ბაჩანაშვილის გამოფენა „თეთრი წრე“ გაიხსნა