ჩილეს ეკონომიკის მინისტრს სექს-თოჯინაზე რეაქციის გამო ბოდიში მოახდევინეს

ჩილეს ეკონომიკის მინისტრი ლუის ფელილე სესპედესი იძულებული გახდა გასაბერი სექს-თოჯინის გამო, რომელიც მან მწარმოებლებისაგან საჩუქრად მიიღო, ბოდიში მოეხადა.
ტრადიციული საშობაო სადილისას, რომელიც სექს-თოჯინას მწარმოებელმა კომპანიამ გამართა, მისმა დირექტორმა რობერტო ფანტუჩიმ მინისტრს თოჯინა აჩუქა წარწერით: “ეკონომიკის სტიმულირებისათვის”.
ფოტოზე, სადაც მინისტრი საჩუქართან ერთად არის გადაღებული, იღიმის. ჩინოვნიკის სავარაუდო სიხარულმა ქვეყნის პრეზიდენტი აღაშფოთა. “ის, რაც სადილზე მოხდა, აღმაშფოთებელია. ქალების მიერ პატივისცემა ჩემი ორი მთავრობის მნიშვნელოვან ძალისხმევას წარმოადგენდა” – დაწერა მიშელ ბაჩელეტმა “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე. აღშფოთებულ პრეზიდენტს სექსუალური და რეპროდუქტიული უფლებების დაცვის ორგანიზაციებიც შეუერთდნენ.
საბოლოოდ, მინისტრმა სახალხოდ ბოდიში მოიხადა იმ რეაქციისთვის, რომელიც მას საჩუქრის გადაცემისას ჰქონდა.

banner
წინა სტატიაშიგერმანიამ ავღანეთში მიგრანტების პირველი ნაკადი გაადეპორტა
შემდეგი სტატიააფხაზეთში ოპოზიციამ დემონსტრაცია დაიწყო – ისინი ხაჯიმბას გადადგომამდე დაშლას არ აპირებენ