ჭიჭინაძე: „ქართული ოცნების“ სიაში ვინ პირველი იქნება და ვინ ბოლო, მნიშვნელობა აღარ აქვს, წინიდანაც და უკნიდანაც ერთნაირია და იმიტომ

„ქართული ოცნების“ სიაში ვინ პირველი იქნება და ვინ ბოლო, მნიშვნელობა აღარ აქვს, წინიდანაც და უკნიდანაც ერთნაირია და იმიტომ.
თანაც, მაგ სიას ერთი პატრონი ყავს, ბიძინა ივანიშვილი და ის გადაწყვეტს, ანბანის მიხედვით დაალაგოს, თუ მონობის მიხედვით“ – აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და თვლის, რომ „ოცნებას“ საზოგადოებისთვის ახალი სახეების შემოთავაზება ძალიან გაუჭირება.
„ „ ქართულ ოცნებაში“ აღარც პოლიტიკური ფიგურა დარჩა და არც საზოგადოების მხარდაჭერა აქვთ. ჯერ ერთი იმიტომ, რომ თან მათი ენა ამომრჩევლისთვის კი არაა განკუთვნილი, ეს ივანიშვილის ყურების მაამებელი განცხადებებია.
და მეორე, „ოცნებამ“ პრაქტიკულად ყველა დაპირებაზე უარი თქვა და ამომრჩევლები არაერთხელ გადააგდო. ამიტომ ვფიქრობ, მათ ძალიან გაუჭირდებათ ახალი, წონიანი სახეების მოძებნა და ისევ იმ მინისტრებში და დეპუტატებში იტრიალებენ, ვისაც ქვეყანასთან არანაირი კავშირი არ აქვს და მხოლოდ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზე არიან გადასული.
რაც შეეხებათ გახარიას და ბახტაძის სიის სავარაუდო წევრობას, მათ პრემიერობის რაიმე განსაკუთრებული კურსები თუ გაიარეს და არ ვიცით, ესეც გაგვიმხილონ, გვეცოდინება მაინც“, – აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: რა არის ის ინდიკატორები, რითაც ხელმძღვანელობენ კონგრესმენები თავის შეფასებებში
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე: თეორიულად დავუშვათ, რომ ოპოზიცია გახდა ხელისუფლება, ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული მუქარაა სახეზე