გია ხუხაშვილი: რა არის ის ინდიკატორები, რითაც ხელმძღვანელობენ კონგრესმენები თავის შეფასებებში

რა არის ის ინდიკატორები, რითაც ხელმძღვანელობენ კონგრესმენები თავის შეფასებებში.
1. “სუვერენული დემოკრატია”. ანუ მოდელი, რომელიც გულისხმობს არა დემოკრატიას, როგორც ფასეულობათა უნივერსალურ სისტემას, არამედ რბილი ძალის ავტორიტარიზმს, დემოკრატიული ფასადური შეფუთვით.
რუსული ფენომენი
2. “ნომენკლატურული კაპიტალიზმი”
ხელისუფლება არის ეკონომიკის დირექტორი. ის და არა კანონი წყვეტს, ვინ რა ბიზნესი უნდა აკეთოს მისი პარტიული კუთვნილების და/ან ლოიალობის შესაბამისად. ოპოზიციისკენ გახედვა დასჯადია.
რუსული ფენომენი.
3. “ხელისუფლის საკრალიზაცია”
ის არის ყველგან, შეუმცდარია მაშინაც კი, როცა ეშლება, აქვს მისია, რომლის აღქმაც ჩვენს გინებრივ შესაძლებლობებს აღემატება და შესაბამისად არის კრიტიკის მიღმა.
აქ რუსეთს გავასწარით (ჩრდილოვანი ძალაუფლება), მაგრამ სისტემურად ესეც რუსული ფენომენია.
შესაბამისად, ჩემის აზრით,ხელისუფალი რუსეთის უფრო მენტალური მოკავშირეა, ვიდრე რეალური.
P.S. იმასაც ვუშვებ, რომ თვითონაც გულწრფელად არ ესმის, რა სიმახინჯე ააშენა-აცხადებს გია ხუხაშვილი.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის რესპუბლიკური პარტიის წევრებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ივანიშვილი რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს დესტაბილიზაციაშია ჩართული.

banner
წინა სტატიაშიკონგრესმენი: რუსეთის აგრესია საქართველოში უნდა შეჩერდეს
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე: „ქართული ოცნების“ სიაში ვინ პირველი იქნება და ვინ ბოლო, მნიშვნელობა აღარ აქვს, წინიდანაც და უკნიდანაც ერთნაირია და იმიტომ