შსს-ს განმარტება სპეცრაზმზე -სტანდარტული გადაადგილებაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ სპეცრაზმის განსაკუთრებული მობილიზებაა. მისი თქმით, მსგავსი გადაადგილება ყოველდღიურად ხორციელდება და სპეციალურ გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია.

ცნობისთვის, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ზუგდიდიდან სპეცრაზმი ბათუმში გადაიყვანეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მიბილიზებული არიან პოლიციის შესაბამისი დანაყოფები.

რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარომადგენლების გადაადგილებას, დარახველიძის თქმით, აღნიშნული ყოველდღიურად, სტანდარტულად ხორციელდება.

„რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საკითხს, როგორც აღვნიშნე, საქართველოს ტერიტორიულ ორგანოში შექმნილია სპეციალური ჯგუფები, რათა არჩევნებმა ჩაიაროს მშვიდ და უსაფრთხო გარემოში, მიბილიზებული არიან პოლიციის შესაბამისი დანაყოფები. რაც შეეხება განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის გადაადგილებას, აღნიშნული არის ჩვეულებრივი, სტანდარტული გადაადგილება, რომელიც ყოველდღიურად ხორციელდება, შესაბამისად, არანაირ რაიმე სპეციალურ გადაადგილებას ადგილი არ ჰქონია“, – აღნიშნა ალექსანდრე დარახველიძემ.

ამასთან, ალექსანდრე დარახველიძის თქმით, სააკაშვილის ვიდეოსთან დაკავშირებულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მიხეილ სააკაშვილს არ გადმოუკვეთავს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას არ დაუტოვებია უკრაინის სახელმწიფო საზღვარი, ვიდეოსთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადეს უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიშსს-ს ბრიფინგი: მიხეილ სააკაშვილის არ გადამოუკვეთავს სახელმწიფო საზღვარი და არ დაუტოვებია უკრაინა
შემდეგი სტატიაჭიჭინაძე “ოცნებაზე”: ხან 100 ათასი ადამიანით მირბოდნენ აეროპორტში, ხანაც 10 პოლიციელით