ჭიჭინაძე – „ოცნებამ” თავისი უგუნური პოლიტიკით, ორ წელიწადში 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა

“ოცნების” ხელისუფლებამ თავისი უგუნური პოლიტიკით, მარტო ბოლო ორ წელიწადში, 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა, – ამის შეახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ხელისუფლება ბიუჯეტიდან სოციალურად დაუცველების ფულის ხელფასად მიცემას აპირებს, „ეს ყველაზე დიდი უგუნურება იქნება, რაც კი გაუკეთებიათ“. „100 ათასზე მეტმა შრომისუნარიანმა ადამიანმა ქვეყანა დატოვა, რაც ნიშნას იმას, რომ სამუშაო ადგილების შექმნის ნაცვლად, 300 ათასი ადამიანი უმუშევარი დატოვეს და შემოსავალი წაართვეს.

და ახლა კიდევ თუ იმას აპირებენ, რომ ბიუჯეტიდან უნდა აიღონ სოციალურად დაუცველების ფული და ხელფასში მისცენ, ეს ყველაზე დიდი უგუნურება იქნება, რაც კი გაუკეთებიათ.

მოკლედ, ერთადერთი ოპოზიციის საწინააღმდეგო მიტინგებზე თუ დააყენებენ ადამიანებს და ფულს გადაუხდიან, თორემ დღეს ღარიბაშვილის განცხადება 200 ათასი ადამიანის დასაქმების თაობაზე გამორიცხულია და აბსურდი“, – განაცხადა ჭიჭინაძემ.

წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 4 331 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
შემდეგი სტატიაადვოკატი – თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება