ადვოკატი – თუ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის 29 ნოემბერს საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას განცხადებით, თუკი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერსაა დანიშნული, დაესწრება.

როგორც ბასილაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.

„ივანიშვილისგან მართულმა სასამართლომ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა შესაძლებლობა ქართველი ხალხის წინაშე წარმდგარიყო, რადგან სასამართლოს განაჩენი ქართველი ხალხის სახელით გამოაქვს. საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი, ქართველი ხალხისთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია და არა აბსურდული ბრალდებების სუბიექტი. ამ ვითარებაში, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო საზოგადოების აქტიურობას და საერთაშორისო ზეწოლას, რომლის ფონზეც ფანჯარა გაჩნდა იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში იქნეს გადმოყვანილი, რაზეც ჩვენ პირველივე დღიდან გვქონდა მოთხოვნა. იმედი გვაქვს, 29 ნოემბერს ეს შესაძლებლობა რეალიზებული იქნება.

მიხეილ სააკშვილის დიდი სურვილია ამ პროცესებს, განხილვებს დაესწროს. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ ფიზიკური შესაძლებლბა საამისოდ მას ექნება“, – განაცხადა ბასილაიამ.

banner
წინა სტატიაშიჭიჭინაძე – „ოცნებამ” თავისი უგუნური პოლიტიკით, ორ წელიწადში 400 ათასამდე სოციალურად დაუცველი 620 ათასამდე გაზარდა
შემდეგი სტატიაჰარცელი სააკაშვილზე – მნიშვნელოვანია მისი პირადად დასწრება სასამართლოზე, ამას ითვალისწინებს არა მხოლოდ საქართველოს კანონი, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია