ჭიჭინაძე – არც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დარბოდნენ კარტოფილებით და ზეთებით არჩევნებზე – „ოცნებისთვის“ ლეგიტიმაცია არავის მიუცია, რომ ბოროტების იმპერიაში დაგვაბრუნონ

„ოცნების“ ე.წ სახეები თვითონ არიან პატარა ადამიანები და იმიტომ ცდილობენ ხალხის დამცირებას. იმიტომ დაყავთ მთელი პოლიტიკა ფულზე და ვაჭრობაზე და სანამ ჩვენ, ყველა ერთად არ გავალთ მევახშური, ვაჭრუკანული პოლიტიკიდან, არაფერი გვეშველება – სწორედ ამის შესაცვლელად უნდა გავერთიანდეთ,- ამის შესახებ „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, თავისუფლება დიდ იდეას, მუხტს და ბრძოლას მოაქვს.

„არც მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია დარბოდნენ კარტოფილებით და ზეთებით არჩევნებზე!

„ქართულ ოცნებისთვის“ კი იმის ლეგიტიმაცია ნამდვილად არავის მიუცია, რომ იმ ბოროტების იმპერიაში დაგვაბრუნონ, საიდანაც ამ ორმა ადამიანმა, ეს ქვეყანა გამოგლიჯა!“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის თავდაცვის მინისტრი რუს ოფიცრებსა და სამხედრო მეთაურებს მიმართავს
შემდეგი სტატიაორბანი – ევროპა ნელ-ნელა იცლება სისხლისგან, ამ დროს რუსეთი არცთუ ცუდ შემოსავალს იღებს, წარუმატებელი სასანქციო პოლიტიკა შესაცვლელია