ჩემი სი­ცო­ცხლით ვა­გებ პა­სუხს, პო­ზი­ცია შე­უც­ვლე­ლია – როინ ქოჩორაშვილი

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელ­მა, გი­ორ­გი ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა “ინ­სტაგ­რამ­ზე” გა­მო­აქ­ვეყ­ნა ფოტო, რო­მელ­შიც ჩანს გო­გო­ნა ევ­რო­კავ­ში­რის დრო­შით ხელ­ში.

“აქაც პირ­ველ­მა და­არ­ტყა პე­ნალ­ტი”, – წერ­დნენ ე.წ. აგენ­ტე­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც ეს მათ მხარ­და­ჭე­რად მი­იჩ­ნი­ეს. რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლის პრო­ფი­ლი “ინ­სტაგ­რამ­ზე” გაქ­რა, ახლა უკვე იძებ­ნე­ბა, თუმ­ცა პოს­ტე­ბი აღარ ჩანს.

გი­ორ­გის მა­მამ, როინ ქო­ჩო­რაშ­ვილ­მა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა, რომ მისი ვა­ჟის პო­ზი­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ მო­მა­ვალ­თან და­კავ­ში­რე­ბით უც­ვლე­ლია.

“სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია” – რა დაწერა გიორგი ქოჩორაშვილის მამამ მას მერე, რაც “ინსტაგრამზე” აღარ ჩანს ფეხბურთელის ევროინტეგრაციის მხარდამჭერი პოსტი?

“ძა­ლი­ან ბევ­რი ჟურ­ნა­ლის­ტი რე­კავს, ბო­დი­ში რომ არ გპა­სუ­ხობთ, ჩვე­ნი პო­ზი­ცია აქ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია, ჩემი სი­ცო­ცხლით ვა­გებ პა­სუხს, პო­ზი­ცია შე­უც­ვლე­ლია!” – წერს როინ ქო­ჩო­რაშ­ვი­ლი.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, ფეხ­ბურ­თე­ლის პრო­ფილს ტექ­ნი­კუ­რი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა.

banner
წინა სტატიაშიბოლო პერიოდში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 27 პირი პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი სტატიასემეკ-ი კომუნალურ კომპანიებში მარეგულირებელ აუდიტს ამკაცრებს