ქუცნაშვილის თქმით, მის წასვლაზე პასუხი იმ ადმიანებმა უნდა აგონ, ვინც მისი რეკომენდატორები და მასთან ერთად პოლიტსაბჭოს წევრები იყვნენ.
“თუ არსებობს კითხვები, არმაზ ახვლედიანს რა უნდა, ვინ მოიყვანა და საით მიდის, ამაზე პასუხი რეკომენდატორებმა და იმ ხალხმა უნდა აგონ, ვინც მასთან ერთად პოლიტსაბჭოში იყვნენ. ახვლედიანი თავის პარტნიორებს, პოლიტსაბჭოს კოლეგებს აკრიტიკებს და ამ კითხვებს პასუხი მათ უნდა გასცენ. ჩემი ინფორმაციით, არმაზ ახვლედიანი პარტიაში დავით უსუფაშვილის რეკომენდაციით მოვიდა”, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა გადაცემა “2030”-ში.
შეგახსენებთ, არმაზ ახვლედიანმა “ქართული ოცნების” დატოვების შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.