,,რუსთავი2 არ არის ის ხე, რომელსაც ამოთხრი და შენს ეზოში დარგავ”

”ჩვენ ვიმუშავებთ ბოლო წვეთამდე, ბოლო საათამდე”- ზაალ უდუმაშვილი

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის 91%-იანი წილის მფლობელები - გიორგი ყარამანიშვილი, ლევან ყარამანიშვილი და შპს ტელეკომანია "საქართველო" განცხადებას ავრცელებენრუსთავი2-ის საქმეზე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილეს, ზაალ უდუმაშვილს, „კარგი მოლოდინი” არა აქვს.

ამის შესახებ უდუმაშვილმა განცხადება გადაცემა არჩევანში გააკეთა.

ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებიდან ინფორმაცია ჟონავს, რომლის თანახმადაც, „გადაწყვეტილება უკვე დაწერილია. უბრალოდ ამ კოლეგიამ უნდა გამოაცხადოს ეს დაწერილი გადაწყვეტილება“.

ზაალ უდუმაშვილის პროგნოზით, რუსთავი2-ის საქმეზე საბოლოო ვერდიქტი ზაფხულში დადგება.

„რუსთავი2 არ არის ის ხე, რომელსაც ამოთხრი საიდანღაც და შენს ეზოში დარგავ. რუსთავი2 არის ძალიან ძლიერი ხე, რომელსაც ძალიან ძლიერი ფესვები აქვს და არამც თუ მისი ამოთხრა, მის შეზანზარებასაც კი ვერავინ შეძლებს,“ – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ჩემი ინფორმაციით, არმაზ ახვლედიანი პარტიაში დავით უსუფაშვილის რეკომენდაციით მოვიდა”
შემდეგი სტატიაორივეს თავებს დაგაყრევინებთ – ზაზა ხატიაშვილი შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს ემუქრება