“ჩემ და შენ შორის კორუმპირებულის დედას შ….ი” – ზარქუა ვაშაძეს

“ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ “სტრატეგია აღმაშენებელის” ლიდერს, გიორგი ვაშაძეს აგინა. ინციდენტი პირდაპირ ეთერში მოხდა მას შემდეგ, რაც ვაშაძის ინტერვიუს მიმდინარეობისას სტუდიაში შეიჭრა ირაკლი ზარქუა და თქვა, რომ მათ შორის დებატები გაიმართებოდა. წამყვანის განმარტებით, სტუმრებს შორის დებატები დაგეგმილი არ ყოფილა.

დებატები დაწყებულიც კი არ იყო, რომ ვაშაძესა და ზარქუას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ვაშაძემ ზარქუას პრორუსი მოღალატე უწოდა და ჰკითხა, უთქვამს თუ არა პუტინზე ერთხელ მაინც რამე, ამაზე ზარქუამ უპასუხა: ,,რამდენიც მითქვამს, იმდენი მოგხვდა შენ”.
ვაშაძემ, “ქართულ ოცნების” წევრებს კვლავ უწოდა პრორუსი მოღალატეები და კორუმპირებული თაღლითები, რამაც ზარქუა წყობილებიდან გამოიყვანა.

“ჩემ და შენ შორის კორუმპირებულის დედას შ….ი”, – მიმართა ზარქუამ კოლეგას.

 

https://youtu.be/qiyMGharRtE

banner
წინა სტატიაში“ ძალადობის პრევენცია და ძალადობის მსხვერპლის დაცვა” – შეხვედრა წალენჯიხის საკრებულოში
შემდეგი სტატიადანილოვი: ყაზახეთი შეიძლება გახდეს შემდეგი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი თავს დაესხმება