ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და ივანკოვოში იმყოფება

კადიროვი რუსეთის ყველაზე მდიდარი გუბერნატორია

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი უკრაინაში ჩავიდა და ივანკოვოში იმყოფება. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშჩენკო ტელეგრამში წერს.

გერაშჩენკოს თქმით, კადიროვი სარდაფში იმალება. ის ჩეჩნეთის ლიდერს მოუწოდებს, გამოჩნდეს და სარდაფში ვირთხასავით არ დაიმალოს.

„ტყუილად არ მოვუწოდე კადიროვს, ჩასულიყო უკრაინაში. მაგრამ, რამზან, ასე არ შევთანხმებულვართ. არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვის სარდაფში. ჩაჯექი ტანკში და შტურმით კიევისკენ…“, – განაცხადა გერაშჩენკომ.

ოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი უკრაინაში იმყოფება, არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიირპენში New York Times-ის კორესპონდენტი მოკლეს
შემდეგი სტატიაექიმი წამლის გამოწერისას კონკრეტულ ბრენდს ვეღარ მიუთითებს – ჯანდაცვის მინისტრი