Charlie Hebdo მასზე თავდასხმის წლისთავზე მილიონი ტირაჟით გამოვა

Charlie Hebdo მასზე თავდასხმის წლისთავზე მილიონი ტირაჟით გამოვა
Charlie Hebdo მასზე თავდასხმის წლისთავზე მილიონი ტირაჟით გამოვაფრანგული სატირული ყოველკვირეული ჟურნალი Charlie Hebdo მასზე თავდასხმის წლისთავზე მილიონი ტირაჟით გამოვა – წერს The Guardian.
ნომერის 32-ე გვერდზე დატანებული იქნება იმ კარიკატურისტების ფოტოები, რომლებიც რედაქციაზე თავდასხმის დროს დაიღუპნენ.

რედაქციის თქმით, მათ სპეციალური ნომრის შეკვეთები უკვე მიიღეს სხვადასხვა ქვეყნებიდან, განსაკუთრებით, გერმანიიდან.

თავდასხმიდან ერთი კვირის შემდეგ ჟურნალი 7,5 მილიონი ტირაჟით გამოვიდა. ტერაქტის შემდეგ მისი ხელმომწერები 20-ჯერ გაიზარდა.

შარშან 7 იანვარს ორი შეიარაღებული პირი გამოცემას თავს დაესხა. შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. თავდასხმის მიზეზი რედაქციის მიერ მოჰამედ წინასწარმეტყველზე გაკეთებული კარიკატურა გახდა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიღირს არს ჭეშმარიტად!-4 იანვარი პატრიარქის დაბადების დღეა(video)
შემდეგი სტატიაMicrosoft-ი მომხმარებელს ხელისუფლების მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტევას შეატყობინებს