Microsoft-ი მომხმარებელს ხელისუფლების მხრიდან ელექტრონულ ფოსტაზე შეტევას შეატყობინებს

5555ამერიკული კორპორაცია Microsoft მომხმარებლებს შეატყობინებს თუკი მას ეჭვი გაუჩნდება, რომ outlook.com-ის აკაუნტებზე ხელისუფლების ან სხვა მხრიდან შეტევა განხორციელდება – ამის შესახებ “როუტერსი” იტყობინება.

ჰაკერული შეტევები ელექტრონული ფოსტის აკაუნტებზე 2011 წლიდან დაიწყო. Microsoft-ის ორი ყოფილი თანამშრომლის თქმით, ტიბეტის ფოსტაზე შეტევების უკან ჩინეთის მთავრობა იდგა, თუმცა Microsoft-მა მაშინ სერვის Hotmail-ის მომხმარებლებს ამის შესახებ არ შეატყობინა, რომელსაც ახლა outlook.com-ი ქვია.

თავის განცხადებაში Microsoft-მა თქვა, რომ არც აშშ-ს მთავრობას და არც თავად მათ ჰაკერული თავდასხმის წყაროების განსაზღვრა არ შეუძლიათ.
უკანასკნელი ორი წლის მანძილზე Microsoft-ი მომხმარებლებს უსაფრთხოების შესაძლო დარღვევებზე აწვდიდა ინფორმაციას. ახლა პრობლემისადმი მიდგომა შეიცვალა და ისინი ეჭვის შემთხვევაში, რომ ჰაკერულ თავდასხმას სახელმწიფო აფინანსებს, შეტყობინებას გააგზავნიან.

კომპანიის პოლიტიკა მას შემდეგ შეიცვალა, რაც ანალოგიურ მეთოდებს მიმართეს ისეთმა ინტერნეტ-გიგანტებმა, როგორიც არიან Facebook Inc. Twitter Inc. და Yahoo Inc.

Google იგივე პოლიტიკას 2012 წლიდან ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიCharlie Hebdo მასზე თავდასხმის წლისთავზე მილიონი ტირაჟით გამოვა
შემდეგი სტატიაუკრაინაში სამი ევროპული ეროტიკული არხი დაუშვეს