ჩაქვში უხვი ნალექის გამო მეწყრი ჩამოწვა

უხვი ნალექის გამო მეწყრული პროცესები განვითარდა ჩაქვში, მიწის მასა შიდა სასოფლო გზაზე ჩამოწვა, რის გამოც გარკვეული დროით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა.

ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს. თოვლის გამო შეზღუდულია მოძრაობა სოფელ “ჩაქვისთავის” მიმართულებითაც.

მეწყრული პროცესების შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიანთიძე – გელათის სამონასტრო კომპლექსის მთავარ ტაძარზე სამუშაოების სანებართვო პირობების შეუსრულებლობის გამო, კომპანიები 12-12 ათასი ლარით დაჯარიმდნენ
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს რეგიონებში არსებული ვითარების მეტად ეფექტიანად მართვა და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირება დაავალა