„ცეზარ ჩოჩელის მოხმრეები სიცრუეს ტირაჟირებენ!“

14256224_1190557970967702_1801326215_n„ცეზარ ჩოჩელის მოხმრეები სიცრუეს ტირაჟირებენ!“-ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიციის“ მცხეთის რაიონული ორგანიზაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, „ცეზარ ჩოჩელის პრესსამსახურის მიერ გავრცველებული განცხადება იმის შესახებ, რომ ქალაქ მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიისგან მცხეთის სანიჩბოსნო სკოლის ტერასის აუქციონის წესით ყიდვა თითქოს მცხეთის რაიონის მაჟორიტარ დიმიტრი ხუნდაძესთან შეთანხმებით მოხდა, სიცრუეა!
საერთოდ, ბატონ კონსტანტინე მორგოშიასა და ბატონ ხუნდაძეს შორის გარიგებაზე ლაპარაკი ტყუილი და, რბილად რომ ვთქვათ, უზნეობაა!
კონსტანტინე მორგოშიას დიმიტრი ხუნდაძესთან კონსტრუქციული ურთერთობა თავისი ბიზნეს აქტივობის არც ერთ ეტაპზე არ ჰქონია!
რაც შეეხება სანიჩბოსნოს, ვადასტურებთ, რომ ის ცეზარ ჩოჩელის დროს გაკეთდა, მაგრამ მწვრთნელ-მასწავლებლები და სპორტსმენებიც დაადასტურებენ, რომ აღნიშნული შენობა, სანიჩბოსნო ბაზის გარდა, ყველაფერი იყო: შენობას არც სამზარეულო ჰქონდა, არც – სპორტმენებისთვის მოსასვენებელი ოთახი და არც – სანიაღვრე სისტემები. შესაბაისად, წვიმისა და თვოლის დროს შენობაშიც ისე წვიმდა და თოვდა, როგორც გარეთ.

14256754_1190558017634364_697927827_n
ასევე, ბაზას არც სხვა დამატებითი საჭირო ფართები ჰქონდა.
მეტიც, არსებობს ეჭვი, რომ ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დარჩენის შემთხვევაში, ეს შენობა, ძველი სანიჩბოსნო სკოლის მსგავსად, კორუფციული გარიგებით, სხვა პირებზე უნდა გაესხვისებინათ და ამიტომ, სანიჩბოსნო ბაზა რესტორანს უფრო ჰგავდა, ვიდრე – სპორტულ კომპლექსს.
კონსტანტინე მორგოშიას, როგორც საინვესტიციო კომპანიის ხელმძღვანელის, შეთანხმება მცხეთის მერიასთან მოხდა, რაც კონსტრუქციული, სახელმწიფოებრივი და სპორტმენებისთვის საკეთილდღეოდ გადადგმული ნაბიჯი იყოს და არის! ტერასა, რომელიც მცხეთის აუდიტის სამსახურმა 145 000 ლარად შეაფასა, კონსტანტინე მორგოშიას ბიზნესჯგუფმა, ელექტრონული აუქციონის წესით, 165 000 ლარად შეიზინა და აიღო ვალდებულება, რომ შენობას 150 000 ლარის სამუშაოებს ჩაუტარებდა.
ყოველივე ამის შემდეგ, შენობას არქიტექტურული კორექტირება ჩაუტარდა და სარესტორნოდ გამზადებული ფართი რეალურ სპორტულ ბაზას დაემსგავსა, სადაც სადაც სპორტმენებისთვის მოსასვენებელი ოთახები თუ სამზარეულო გაკეთდება.
150 000 ლარის ნაცვლად, შენობის რეაბილიტაციაზე 181 000 ლარი დაიხარჯა, რაზეც სამხარაულის ეროვნული ბიუროს ოფიციალური დასკვნაც არსებობს.

14249287_1190558014301031_274395168_n
მოგვიანებით, კონსტანტინე მორგოშიას ბიზნესჯგუფსა და მუნიციპალიტეტს შორის გარკვეული დავა წარმოიშვა, ვინაიდან მუნიციპალიტეტმა შესრლებული სამუშაოების ნაწილი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, თუმცა არსებობს გონვრული ეჭვი, რომ ყველაფერ ამასი მოქმედი მაჟორიტარის ხელი ურევია.
იქიდან გამომდინარე, რომ საკითხი ბავშვებს ეხებოდათ, კონსტანინე მორგოშიამ მერიასთან სასამართლო დავა არ დაიწყო და, სამხარაულის დასკვნის მიუხედავად, მერიასთან შეთანხმებით, დამატებით 41 000 ლარის სარემონტო სამუშაოები ტარდება.
დღევანდელი მონაცემებით, კონსტანტინე მორგოშიას ბიზნესჯგუფს აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად 9 თვე კიდევ აქვს დარჩენილი. ასე რომ, მისთვის რამის არშესრულების დაბრალება უსამრთლობაა!
მნიშვნელოვანია, რომ კონსტანტინე მორგოშიას ბიზნესჯგუფმა ნიჩბოსან ბავშვებს, ბაზის მომიჯნავედ მდებარე 180 000 ლარად შეფასებული მიწის ფართი სრულიად უსასყიდლოდ, საჩუქრად გადასცა, სადაც სპორტსმენებისთვის სავარჯიშო მოედნის მოწყობა იგეგმება!“
როგორც განცხდებაშია აღნიშნული, ამ საკითხებთან დაკავშირებით, ხვალ, 8 სექტმებერს, 12:00 საათზე, მცხეთის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი კონსტანტინე მორგოშია საგანგებო ბრიფინგს გამართავს და მცხეთის სანიჩბოსნო ბაზასთან დაკავშირებით საზოგადოებას რეალურ სურათს გააცნობს!

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი ნატო-ს გენერალურ მდივანს შეხვდა
შემდეგი სტატია(+ვიდეო) ნინო ბურჯანაძე: ამ ფილმით რამის გახსენება საზოგადობას არ სჭირდება