ცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი გადაწყვეტილია, ეს იქნება ქალბატონი თამარ ჟვანია – გოცირიძე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკითხი გადაწყვეტილია, ეს იქნება ქალბატონი თამარ ჟვანია, – ამის შესახებ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

“ის არის შეუცვლელი ფიგურა, ხოლო დანარჩენები, ვინც არიან დასახელებულები, ეს არის კანონის მოთხოვნა, ისინი უქმნიან მას რაღაც ფონს და კონკურენციის იმიტაციას. რატომ დათანხმდნენ ამ როლზე, ესეც მიკვირს. გასაგებია, ვინც იქნება არჩეული – ხელისუფლების დამხმარე ხელი,” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში“…ეს იმიტომ დაიწერა, რომ ასიამოვნოს ხელისუფალთ…სამაგალითოდ ფურთხის ღირსია საქართველო”
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი : თამარ ჟვანიას მიმართ თუ კითხვა არსებობს, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს