გია ვოლსკი : თამარ ჟვანიას მიმართ თუ კითხვა არსებობს, პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით სიღრმისეულად არ გვიმსჯელია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, თუ ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას მიმართ კითხვები არსებობს, აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი.

„ოპოზიციის შეტევის მთავარი ობიექტი და ერთ-ერთი სამიზნე ცესკო იმის გამო იყო, რომ რეალურად იცოდნენ, არჩევნები რით დასრულდებოდა. თუ ოპოზიციის მხრიდან თამარ ჟვანიას მიმართ რამე კონკრეტული პრეტენზია არსებობს, საკითხი პასუხგაუცემელი არ უნდა დარჩეს და ზუსტი შეფასება უნდა მიეცეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გუშინ გამართულ კონსულტაციებზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ​ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა ოთხი კანდიდატურა შესთავაზეს: ცესკო-ს მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკო-ს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომელი მარიამ შელეგია და „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ვლადიმერ ბოჟაძე. პრეზიდენტი ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე სამ კანდიდატს წარადგენს

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს თავმჯდომარის საკითხი გადაწყვეტილია, ეს იქნება ქალბატონი თამარ ჟვანია – გოცირიძე
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა