ცესკო – „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სიიდან სამი ადამიანის გარდა, ყველა წევრი ჩახსნილი ჰყავდა

region
ავტ.: region იანვარი 6, 2021 10:45

ცესკო – „პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო სიიდან სამი ადამიანის გარდა, ყველა წევრი ჩახსნილი ჰყავდა

ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტავს, გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით კანონში გაკეთებული ჩანაწერის შესაბამისად, რატომ არ იყო „პატრიოტთა ალიანსის“ საარჩევნო სიის პირველი ნომრის, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე ქალი კანდიდატი და როგორ შევიდა პარლამენტში მის ნაცვლად კაცი დეპუტატი.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსმა“ 31 დეკემბერს პარტიული სიიდან ყველა წევრი ჩახსნა, გარდა სამი მამაკაცისა.

მისივე განმარტებით, გენდერული კვოტირების დასაცავად, “პატრიოტთა ალიანსის” სიაში ქალი კანდიდატი, რომელსაც რეგისტრაცია არ ჰქონდა გაუქმებული, აღარ იყო დარჩენილი, რის გამოც, სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყვეტილი ქალი პოლიტიკოსის (ირმა ინაშვილის) ნაცვლად, პარლამენტში კაცი დეპუტატი შევიდა.

მას შემდეგ რაც პარლამენტმა “პატრიოტთა ალიანსის” სამ დეპუტატს, ირმა ინაშვილს, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძეს, სადეპუტატო უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვიტა, ირმა ინაშვილის ადგილმონაცვლე, გენდერული კვოტირების გათვალისწინებით, კვლავ ქალი კანდიდატი, სიის მე-6 ნომერი, ნანა დევდარიანი უნდა ყოფილიყო. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ დეპუტატის მანდატზე ნანა დევდარიანმაც უარი თქვა. შედეგად, პარტიულ სიაში შემდეგი ქალი კანდიდატი, მე-9 ნომრად ცისანა სეფიაშვილი იყო. მაგრამ, როგორც ნათია იოსელიანმა “ინტერპრესნიუსს” განუმარტა, იმის გათვალისწინებით, რომ პარტიული სიიდან 3 პირის გარდა, ყველას რეგისტრაცია 31 დეკემბერს გაუუქმდა, მათ შორის ცისანა სეფიაშვილსაც, სადეპუტატო უფლებამოსილება შეწყეტილი პოლიტიკოსების ადგილმონაცვლე პარტიული სიიდან სწორედ ეს სამი პირი – დავით ზილფიმიანი, ფრიდონ ინჯია და გელა მიქაძე აღმოჩნდა.

იოსელიანის თქმით, ამით „პატრიოტთა ალიანსს“ გენდერული კვოტირება არ დაურღვევია, რადგან ამგვარ შემთხვევებს გარდამავალი დებულებები არეგულირებს.

„როცა „პატრიოტთა ალიანსმა“ ჩვენ პარტიული სიის რეგისტრაციაზე მოგვმართა, იყო დაცული გენედერული კვოტირების წესი, თუმცა, შემდეგ მათ მოგვმართეს მათი პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრციის გაუქმების შესახებ. იმის გამო, რომ პარტიული სიიდან პარლამენტის წევრების რეგისტრაციის გაუქმება მოხდა, რეალურად სიაში უკვე აღარ დარჩათ ადამიანი, ყველა იყო რეგისტრიიდან მოხსნილი, მხოლოდ და მხოლოდ იყო სამი მამაკაცი. სხვა დანარჩენებს რეგისტრაცია მათივე მოთხოვნით ჰქონდათ გაუქმებული. სწორედ ამიტომ და გამომდინარე იქიდან, რომ სიაში ქალი კანდიდატი აღარ არსებობდა, იმავე სქესით ადგილმონაცვლით ჩანაცვლება ბუნებრივია ვერ მოხერხდა, ამიტომ არიან ყველანი მამაკაცები. პარტიული სიის გაუქმების თხოვნით 29 დეკემბერს მოგვმართეს. არსებობს ცესკოს თავმჯდომარის 31 დეკემბრის განკარგულებაც ამასთან დაკავშირებით. ჩვენ ეს დავაკმყოფილეთ და 31-ში სია, პირადი განცხადებების თანახმად, გაუუქმდათ. მნიშვნელოვანია ის, რომ გარდამავალ დებულებებში წერია, სხვა გზა როცა არ არსებობს, იმ შემთხვევაში თუ განსხვავებული სქესის კანდიდატი აღარ იქნება სიაში, ამ შემთხვევაში მის ადგილს იკავებს იმ სქესის წარმომადგენელი, რომელიც სიაში არის დარჩენილი, ამ შემთხვევაში კაცი კანდიდატი”, – განაცხადა იოსელიანმა.

region
ავტ.: region იანვარი 6, 2021 10:45

Google სტატისტიკა


5,154
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics